front

5 რამ, რაც არ უნდა ჩაწეროთ თქვენს რეზიუმეში

თითოეულმა ჩვენთაგანმა იცის დაახლოებით რისი წაკითხვა სურს პოტენციურ დამსაქმებელს ჩვენ რეზიუმეში. თუმცა შეცდომებს მაინც ყველანი ვუშვებთ, არ ვწერთ რეზიუმეში იმ ინფორმაციას რაც საჭიროა და რიგ შემთხვევებში პირიქით ზედმეტად ვუთითებთ მასში დამსაქმებლისთვის ნაკლებად საინტერესოს. ექსპერტების დაკვირვებით რეზიუმეების უმეტესობაში, ძირითადად 5 ერთნაირი ტიპის შეცდომა გვხვდება და  გვირჩევენ არასდროს გავიმეოროთ ისინი.

ასაკი

დამსაქმებელს ნაკლებად აინტრესებს რამდენი წლის ხართ და რამდენი წელია იბრძვით გადარჩენისთვის. მათთვის გაცილებით საინტერესოა რისი გაკეთება შეგიძლია მათთვის. ვინაიდან ეს არის დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფაქტორი, რეკომენდებულია ნუ მიუთითებთ ასაკს.

მოვალეობების ჩამონათვალი მიღწევების და შედეგების გარეშე

რეზიუმეში უნდა იყოს დაწერილი შენი სამსახურეობრივი მიღწევების შესახებ და არა სამუშაო აღწერილობა, თუ რას აკეთებდი და რა იყო შენი მოვალეობები. კომპანიებს აინტერესებთ რამდენად შედეგიანი კანდიდატი ხართ მათთვის და შესაბამისად კონცენტრაციას შედეგებზე აკეთებენ. ბევრი სამუშაოს მაძიებელი ვერ არჩევს ერთმანეთისგან ამ ორ მკვეთრად განსხვავებულ ინფორმაციას, რომელიც საკმაოდ გადამწყვეტი დეტალია რეზიუმეში.

ერთადერთი, რაც განასხვავებს თანაბრად კვალიფიცირებულ კანდიდატებს არის სამსახურის დროს მიღებული მიღწევები და შედეგები.  მაგალითად: ადმინისტრაციულ თანაშემწეს რეზიუმეში შეიძლება ეწეროს „დოკუმენტაციის ორგანიზება და სორტირება“, თუმცა უფრო მართებული იქნება თუ დაიწერება შემდეგნაირად:
„ჯგუფის პროდუქტიულობის 20%-იანი ზრდა დოკუმენტაციის გამართული ორგანიზების შედეგად“.

არ დაგავიწყდეთ-შედეგი არის ის რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ მენეჯერებს.

ნეგატიური ფაქტების ახსნა-განმარტება

ყველას გვაქვს შავ-ბნელი მომენტები ჩვენს წარსულში. არ არის მათი ადგილი თქვენს რეზიუმეში. თქვენი რეზიუმე მასტიმულირებელი დოკუმენტია, რომლის დანიშნულება დამკვეთებისთვის თქვენი კანდიდატურის კარგი რეკლამირებაა. ასე რომ, იქ არაფერი ესაქმება ნეგატიურ ინფორმაციას.

ჩამონათვალი იმ საქმიანობების, რომლითაც როდესმე დაკავებულხართ

თუ ადრე იყავით ტრაილერის მძღოლი, ნუ მიუთიეთბთ მას თქვენს რეზიუმეში თუ ის პირდაპირ კავშირში არ არის არსებულ ვაკანსიასთან ან/და რაიმე დამატებით ღირებულებას შემატებს თქვენს რეზიუმეს.

რეკრუიტერები კანდიდატებში ორ ძირითად თვისებას ეძებენ:
დროულობა და სტაბილურობა.

იმ სამუშაოების ჩამონათვალმა, რომელსაც რეზიუმეში ჩაწერთ უნდა დაანახოს  დამსაქმებელს, რომ თქვენ შეესაბამებით აღნიშნულ ვაკანსიას და ხართ საიმედო და კვალიფიციური კადრი. ასე რომ, რეკომენდებულია არ ჩაწეროთ ყველა სამსახური სადაც კი გიმუშავიათ, თუკი ის არანაირ კავშირში არ იქნება არსებულ ვაკანსიასთან. მაგალითად.  თუ აგზავნით CV-ის ოფის მენეჯერის ვაკანსიაზე და გაქვთ ნამუშევარი ანიმატორად ნუ მიუთითებთ ამ ინფორმაციას.

პერსონალური ინფორმაცია

დამსაქმებელს ნაკლებად აინტერესებს თქვენი ოჯახური მდგომარეობა, დაქორწინებული ხართ, გაშორებული თუ დასაოჯახებელი. პერსონალური იდენტიფიკაცია რეზიუმეში დამწყები კადრების შეცდომაა, რომელთა დაქირავება სამსახურში ნაკლებად სურთ.

ასევე გასათვალისწინებელია შემდეგი დეტალები:

გადაიკითხეთ რეზიუმე და დარწმუნდით, რომ არ შეიცავს ის გრამატიკულ და ფაქტობრივ შეცდომებს (მაგალითად,  სწორად  არის დაწერილი კომპანიის სახელი) არ მიუთითოთ თქვენი ხელფასის ისტორია- სად რამდენი გქონდათ ანაზღაურება, მანამ სანამ ამას საჭიროება არ მოითხოვს.