6 მნიშვნელოვანი კითხვა რომელიც აუცილებლად უნდა დასვათ გასაუბრებაზე.

გასაუბრების ბოლოს დამსაქმებლები გაძლევენ საშუალებს დაუსვათ შეკითხვა ნებისმიერ  თემაზე რაც გაინტერესებთ. თქვენ კი ხშირ შემთხვევაში ჩუმად ხართ. ეს რეალურად დამსაქმებლის  ეშმაკური ხერხია გაიგოს უფრო მეტი შენს შესახებ.  თუ შენ ფიქრობ, შეკითხვის არ დასმის  შემთხვევაში კარგად ინფორმირებული ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებ ცდები. ეს მათ აფიქრებინებს, რომ აღნისნული ვაკანსია შენთვის ნაკლებად საინტერესოა შესაბამისად ენთუზიაზმიც ნაკლები გაქვთ იმუშაოთ ამ პოზიციაზე.

სწორი კითხვების დასმის შემთხვევაში  კი გარდა იმისა, რომ  საშუალება გეძლევათ  გაიგოთ მეტი კომპანიის კულტურის შესახებ,  ახერხებთ ყველაზე მთავარს – მოაწონოთ თავი პოტენციურ დამსაქმებელს: დატოვოთ პოზიტიური, მოტივირებული, ინტერესიანი და მნიშვნელოვან დეტალებზე ორიენტირებული პროფესიონალის შთაბეჭდილება. მიაწოდოთ სწორად ისეთი ინფორმაცია რის შესახებაც არ უკითხავთ.  არ დაგავიწყდეთ კითხვები უნდა იყოს მაქსიმალურად სწორად შერჩეული. ამაში კი ჩვენ დაგეხმარებით.

მაშ ასე 6 კითხვა, რომლის დასმაც გასაუბრებაზე დამსაქმებლის პოზიტიური განწყობის გარანტია:

რა მიგაჩნიათ ამ პოზიციაზე რეალურ წარმატებად ?

ეს კითხვა დაანახებს პოტენციურ დამსაქმებელს, რომ თქვენი უმთავრესი  ინტერესია გახდეთ წარმატებული. დამსაქმებლის პასუხი კი დაგეხმარებათ რეალიზაცია გაუკეთოთ თქვენს მიზნებს სწორი მიმართულებით და დაამთხვიოთ თვენი სტრატეგია საქმიან მოლოდინებს.

რა გამოცდილება და უნარ-ჩვევები უნდა გააჩნდეს იდეალურ კანდიდატს?

მსგავსი კითხვის დასმის შემდეგ ჩათვალეთ დამსაქმებელი თავის კარტებს გაგიშლით და გეცოდინებათ ზუსტად როგორი კანდიდატი ჭირდება კომპანიას. თუ ის აღნიშნავს ისეთ თვისებას რომელიც თქვენ გაქვთ ეს საუკეთესო დროა იმის სათქმელად, რომ ნამდვილად შესაფერის ადგილზე ხართ მოსული და თქვენი კანდიდატურა ამ ვაკანსიისთვის ზედგამოჭრილია.

აძლევს თუ არა კომპანია მომუშავე პერსონალს ტრენინგებს და განათლების ამაღლების შესაძლებლობებს ?

ეს შეკითხვა აფიქრებინებს რეკრუიტერს რომ თქვენ ხართ კადრი, რომელიც მუდმივად წინ მიიწევს განვითარებისკენ, რაც დამსაქმებლისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია.
მას ჭირდება პროგრესული პროფესიონალი, რომლის თვითგანვითარება ცხადია კომპანიასაც წარმატებას მოუტანს.

იყო თუ არა დასაქმებული სხვა პერსონალი ამ ადგილზე, თუ ეს ახალი ვაკანტური ადგილია?

ამ კითხვის დასმა რეალურად ბევრ გასაღებს მოგცემთ კომპანიის მუშაობასთან დაკავშირებით.  თუ გაიგებთ რომ ამ პოზიციაზე თქვენამდე სხვა კადრი მუშაობდა ზუსტად გეცოდინებათ რა საქმიანობითი და შრომითი მემკვიდრეობა გადმოგეცათ, ზუსტად რა უნდა გააკეთოთ ამ პოზიციაზე.

რას გეგმავს, რა  მიზნები აქვს კომპანიას განვითარებისთვის ?

არ დასვათ ეს კითხვა ჰაერზე. ამ კითხვის დასმით დაანახეთ დამსაქმებელეს, რომ გასაუბრებაზე მომზადებული ხართ მისული, იცით ყყველაფერი კომპანიის საქმიანობის შესახებ და გაინტერესებთ შემდგომი განვითარების გეგმები. ამ ხერხით თქვენ კარგ შთაბეჭდილებასაც მოახდენთ თან გეცოდინებათ იმ კომპანიის გეგმები , რომელშიც მუშაობას იწყებთ, ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ხომ უნდა განსაზღვროთ  რომელ ნავში ხტებით, არის კი ეს  სამსახური თქვენთვის სასურველი?

რა იქნება გასაუბრების შემდეგი ეტაპი ?

გასაუბრებაზე მისულს ცხადია გაინტერესებთ გასაუბრების დასრულების შემდგომ რა იქნება შემდეგი ეტაპი, დასვით ეს კითხვა არ მოგერიდოთ, პირიქით ეს საკმაოდ კარგ ტონად ითვლება საქმიან სივრცეში. ის აგრძნობინებს დამსაქმებელს, რომ თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ რას ელოდებით, რომ ამისთვის მაქსიმალურად მომზადებული იყოთ.  ეს კი აუცილებლად მიუთითებს მას იმაზე, რომ ხართ პასუხისმგებლიანი, მიზანსწრაფული და მონდომებული კადრი. შესაძლოა ამ კითხვის დასმის შემდეგ რეკრუიტერმა ისიც კი გითხრათ რამდენი ადამიანია თქვენი კონკურენტი ამ კონკრეტულ ადგილზე.


გაითვალისწინეთ!
მოკლედ თუ გსურთ გასაუბრებამ წარმატებით ჩაიაროს არ დაგავიწყდეთ  რომ მნიშვნელოვანია არამხოლოდ თქვენი პასუხები არამედ კითხვებიც. იყავით თამამები გამოავლინეთ თქვენი პროფესიონალიზმი მაქსიმალურად, დაანახეთ თქვენი ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები. ამაში კი  სწორად შერჩეული, რელევანტური კითხვების დასმა მნიშვნელოვანწილად დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, დამქირავებლის არჩევანს,  თქვენს სასარგებლოდ, თქვენივე დასმული კითხვები განსაზღვრავს.