8 რჩევა როგორ ჩავიცვათ გასაუბრებაზე

ცდილობთ გადაწყვიტოთ რა ჩაიცვათ გასაუბრებაზე? არ იფიქროთ რომ სულერთია. მართალია სამოსი გადამწყვეტი არ არის, თუმცა ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თქვენს პოტენციურ დამსაქმებელზე.  თქვენი სამოსი რეალურად წარმოაჩენს, თუ რა ტიპის ადამიანი ხართ, ასე რომ, გასაუბრებისთვის უნდა აირჩიოთ ვიზუალი, რომელიც წარმოგადგენთ მაქსიმალურად შესაფერის და მორგებულ  კანდიდატს აღნიშნული ვაკანსიისთვის.  


რას ჩაიცმევთ გასაუბრებაზე დამოკიდებულია სამუშაოს სპეციფიკასა და ინდუსტრიის დარგზე, რომელშიც თქვენი სამიზნე ორგანიზაცია მოღვაწეობს. შეეკითხეთ ამის შესახებ ადამიანებს, რომლებიც  ამ დარგში ან კომპანიაში მუშაობენ. გაარკვიეთ, ჩვეულებრივ როგორ გამოიყურებიან ამ პროფესიის წარმომადგენლები. თუ ვერ მოიძიეთ საჭირო ინფორმაცია, უპირატესობა მიანიჭეთ ფორმალურ ბიზნეს ჩაცმულობას და შემატეთ ინდივიდუალიზმი.

გასული 10-15 წლის განმავლობაში  უპირატესობას  უმეტესად ეგრეთ წოდებულ casual, ყოველდღიურ სტილს ანიჭებდნენ. ეკონომიური კრიზისის დასრულების შემდეგ, სამსახურის მაძიებლებმა დაიწყეს ინდივიდუალურად ჩაცმა საკუთარი გემოვნების შესაბამისად , განსხვავებით სხვა კანდიდატებისგან,  შესაბამისად კონკურენციას ახალი დეტალები დაემატა და  ეს საკითხი დამსაქმებლებისთვისაც მნიშვნელოვანი გახდა.

სამოსი რომელიც დამსაქმებელზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს

  • კარგად გაეცანით კომპანიის სტრუქტურას, გაითვალისწინეთ მისი გეოგრაფიული მდებარეობა და სეზონი
  • მოიძიეთ ინტერნეტში კომპანიის საქმიანობის შესახებ და მოირგეთ შესაბამისი სამოსი  უმჯობესია ოდნავ გადაამეტოთ, ვიდრე გავდეთ ყველას
  • არ გაქვთ საჭირო სამოსი? ესტუმრეთ  მაღაზიებს და შეარჩიეთ შესაფერისი ჩაცმულობა კონსულტანტის დახმარებით დარწმუნდით რომ თქვენი სამოსი ფორმაშია, სუფთა და გაუთოებული.
  • თავი აარიდეთ მძაფრი სუნამოს დასხმას  მაკიაჟი და სამკაულებიც ასევე შეარჩიეთ კომპანიის იმიჯის შესაბამისად

თქვენმა სამოსმა შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს თვენ წარმატებაზე

ყურადღებით გაითვალისწინეთ მცირედი დეტალებიც, მაგალითად თუ გასაუბრება გაქვთ ზაფხულში პირველ რიგში გილოცავთ და მეორე რიგში არ ჩაიცვათ თბილი სვიტრი ეს თვენგან სულელლური ნაბიჯი იქნება. შეიძლება იფიქრონ, რომ აზროვნებასთან პრობლემები გაქვთ ასეთი თანამშრომელი კი არავის უნდა.

თუ თქვენ მიდიხართ გასაუბრებაზე მამაკაცის სქელ ზედატანში თავით ჩაფლული საყელოში, არანაირი მაკიაჟის და აქსესუარის გარეშე თქვენი წარმატება ამ პოზიციაზე საკმაოდ საეჭვოა. თქვენ ხომ კომპანიის სახეს წარმოადგენთ, ასეთი „შავ-ბნელი“ იმიჯი კი საკუთარი კომპანიისთვის არასასურველია.

გაითვალისწინეთ როგორც შინაგანი ასევე გარეგნული მხარე, შეარჩიეთ სასურველი სამოსი, კომპანიის, ინდუსტრიის, სეზონის, ადგილმდებარეობის  შესაფერისად გაიღიმეთ და მზად ხართ.

წარმატებებს გისურვებთ!