4 მითი სამსახურის ძიების დროს

დღეს ვისაუბრეთ და განვიხილავთ 4 მითს რომელიც დაკავშირებულია სამსახურის ძიებასთან. მათი ცოდნა მოგცემთ შანსს, დარჩეთ მოტივირებული სამუშაოს ძიების დროს და იმოქმედოთ სტრატეგიულად.

მითი 1  –  შენ აუცილებლად უნდა იცოდე ზუსტად რა გინდა  სანამ სამსახურის ძიებას დაიწყებ

თუ შენ დაამთავრე უნივერსტეტი და ჯერ კიდევ არ გაქვს წარმოდგენა იმის შესახებ თუ რა გინდა აკეთო მომავალში, არაუშავს, არ იდარდო!  შენ მარტო არ ხარ!

როგორ უნდა დაიწყო? გაიაზრე უპირველესად საით იხრება შენი ძალები და რა ტიპის სამსახურს მოერგები. მაგალითად, ხარ თუ არა ისეთი ხასიათის ადამიანი რომ წარუძღვე  ჯგუფს, იყო ლიდერი, თუ პირიქით გირჩევნია შენც ამ ჯგუფის წევრი იყო და სხვამ გიხელმძღვანელოს, დაფიქრდი რა გსიამოვნებდა წინა სამსახურში მუშაობისას, რას აკეთებდი სიამოვნებით, შემდეგ გააკეთე პატარა ჩამონათვალი იმის რისი კეთება გიყვარს და რა გამოგდის კარგად. საბოლოოდ შეაჯამე და ეძებე მსგავსი.

მითი2 – შენ უნდა იპოვო საუკეთესო სამსახური

ადამიანების უმეტესობა ყოველთვის ელოდება საუკეთესოს საუკეთესოთა შორის, მაგრამ აბა დაფიქრდი შენ თუ ჯერ ბოლომდე არ ხარ ჩამოყალიბებული და არ იცი ზუსტად რა და სად გინდა, როგორ იშოვი შენთვის საუკეთესო სამსახურს?

ბავშვმა რომ სიარული შეძლოს, თავდაპირველად მარტივი ნაბიჯების გადადგმას სწავლობს. ადამიანებიც ზუსტად ასე ვართ თუ არ დავიწყეთ მარტივი ნაბიჯებით ვერ გავივლით გამართულად და ვერ მივალთ სასურველ წერტილამდე.

დასაწყისისთვის უნდა დავისახოთ მოკლევადიანი გეგმები ჩვენი ცოდნის და გამოცდილების შესაბამისად და შემდეგ ვიფიქროთ გრძელვადიან გეგმებზე და საუკეთესო სამსახურზე. დაფიქრდი რა გინდა ამ წამს და იმოძრავე შენი მიზნისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ, სახლში დამჯდარს საუკეთესო სამსახურის მოლოდინით საბოლოოდ მხოლოდ მოლოდინში გასული წლები შეგრჩება! იმოძრავე!


მითი 3 – შენ უნდა გქონდეს გამოცდილება იმ სფეროში სადაც მუშაობის დაწყება გინდა

როდესაც საქმე სამუშაოზე ნადირობას ეხება მნიშვნელოვანია იცოდე რა სურს დამსაქმებელს, დამსაქმებელს რეალურად სჭირდება ადამიანი, რომელიც დაამტკიცებს, რომ მას სურს კონკრეტულად ეს სამსახური და აქვს უნარი, რომ თავი გაართვას.  არავის სჭირდება და აინტერესებს  დისერტაცია, რომელიც შენ დაიცავი ! რა თქმა უნდა არის პლიუსი თუმცა პრიორიტეტი ნამდვილად – არა.

მითი 4  – შენ მუდმივ წრეზე ტრიალებ და  ეძებ სამსახურს მაგრამ უშედეგოდ

სამსახურის ძებნას უნდა შეხედოს ისე, როგორც სამსახურს, შექმნა სტრუქტურა, გრაფიკი და დაისახო კონკრეტული მიზნები. ეს დაგეხმარება დროსი მენეჯმენტის სწორ მართვაში და სასურველი სამსახურის გაცილებით სწრაფად და ადვილად პოვნაში.  დაგეგმვის  გარეშე არაფერი გამოდის. ასე რომ სწორად დაგეგმე და იმოძრავე გეგმის მიმართულებით. ეს მუშაობს!