როგორ გავაუმჯობესოთ LinkedIn-ის პროფილი?

LinkedIn-ზე დღესდღეობით მილიონობით ადამიანია დარეგისტრირებული, ასე რომ თუ გინდა ვინმემ შეგამჩნიოს აუცილებელია იყო აქტიური და გქონდეს LinkedIn-ის პროფილი. ეს მსოფლიოს სტანდარტია!

კარგი პროფილისთვის საჭიროა თითოეული დეტალში მაქსიმალურად კარგად და ამომწურავად წარმოაჩინო შენი თავი. დამატებითი ინფორმაციის დატანის შესაძლებლობა ამის კარგ საშუალებას იძლევა, რაც უფრო სავსეა შენი პროფილი საჭირო ინფორმაციით, საძიებო სისტემაში შენი გამოჩენის ალბათობაც უფრო დიდია. შენი პროფილის ინფორმაციის საჭირო რაოდენობითა და ინფორმაციის შევსებით შენ, შენი აღმოჩენის შესაძლებლობას მაქსიმალურად ზრდი.

რატომ არის  LinkedIn საუკეთესო პროფესიული ქსელი?  

  • LinkedIn პასუხისმგებელია ბიზნესის 80%-ზე რომელსაც წარუძღვება სოციალური მედია
  • კომპანიების 77% ამტკიცებს რომ სწორედ LinkedIn-მა მისცა საშუალება ეპოვნათ კომპანიები და ადამიანები
  • პრემიუმ მომხმარებლების 76% ამბობს რომ ფუნქცია „ვინ მოინახულა შენი პროფილი“ სამომავლოდ ყველაზე გამოსადეგი ფუნქციაა საჭირო ადამიანების გასაცნობად

თუ თქვენ გაიაზრეთ ეს ყველაფერი და ხართ პროფესიონალი კადრი, მიხვდებით რომ აუცილებელია გქონდეთ LinkedIn-ის პროფილი.


როგორ შევქმნათ წარმატებული LinkedIn-ის ანგარიში?

მოდით გავეცნოთ ეტაპებს თუ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ ჩვენი LinkedIn-ის ანგარიში და როგორ გავხადოთ ის უფრო საინტერესო და მიმზიდველი დამსაქმებლისათვის და კავშირების გასაუმჯობესებლად.

მიაქციეთ ყურადღება შემდეგ პუნქტებს და შეცვალეთ ისინი სურვილისამებრ

სათაური

შენმა სათაურმა უნდა ითამაშოს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია. ის უნდა იყოს მინი შეთავაზება სადაც გამოყენებული იქნება მნიშვნელოვანი ზმნები და აქტიური უცხო ენები.

პროფილის სურათი

თუ შენ გიყენია პროფილის სურათი იცოდე  ის 11-ჯერ უფრო ნახვადია ვიდრე სურათის არარსებობის შემთხვევაში, თუმცა გაითვალისწინე, რომ სურათი უნდა შეარჩიო სწორად, ის უნდა იყოს შენი პროფესიული პორტრეტი ნათელ ფერებში.  

ფოტოსურათის ფონი

ფოტოს ფონს შეუძლია ადამიანს დამატებითი წარმოდგენა შეუქმნას შენზე, რაც შენს სასარგებლოდ შეგიძლია გამოიყენო, მაგრამ აქაც ფრთხილად იყავით კრეატიულები თუმცა ნუ გადაამეტებთ.  

საკონტაქტო ინფორმაცია

ყოველთვის მიეცი სხვებს საშუალება გეკონტაქტონ ელ-ფოსტის, მობილური ტელეფონის, ტვიტერის და მსგავსი აქტიური კომუნიკაციების საშუალებით. შენ უნდა იყო ხელმისაწვდომი  

დასკვნა, რეზიუმე

დაწერე მოკლე აღწერა შენს შესახებ, მიმოიხილე შენი პროფესიული ისტორია, თუმცა ისევ არ გადაამეტო. ნათქვამია “გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო”. გადმოეცი ლაკონურად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ არ დაწერო ის რისი ცოდნაც შენზე კარგ შთაბეჭდილებას შეუქმნის ადამიანს.   

სწორად გადააკეთე ლინკი

გახადე შენი პროფილი უფრო პროფესიონალური, ლინკის სწორი ფორმულირების საშუალებით მიეცი სხვებს შესაძლებლობა ადვილად გიპოვონ სახელისა და გვარის საშუალებით  

SEO (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია)

საჭირო სიტყვების გამოყენებით გახადეთ თქვენი პროფილი პოპულარული  


ხაზი გაუსვი შენს პროფესიულ უნარჩვევებს

შენი პროფილი 13-ჯერ უფრო ნახვადი იქნება თუ შენ დაამატებ შენს უნარჩვევებს, ის გაზრდის სხვა მომხმარებელების ინტერესს თვენს მიმართ.

დაამატეთ პროექტები

ჩააგდეთ მასალა, ლინკები იმ მნიშვნელოვანი პროექტების რომლებზეც გიმუშავიათ, ასევე დაამატეთ თქვენს მიერ დაწერილი პუბლიკაციები, გამოაქვეყნეთ ჯილდოები რომლებიც მიგიღიათ, ეს ნამდვილად თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.

შეუერთდი ჯგუფებს

შეუერთდით იმ პროფესიულ ჯგუფებს, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს პროფესიასთან, ასე სხვებისთვის უფრო თვალსისაცემი გახდებით.

დაუკავშირდით სხვებს

შექმენით ახალი კონტაქტები, გაუზიარეთ სხვებს საქმიანი წამოწყებები, ემეგობრეთ პროფესიულად

გაამხილეთ თქვენი როგორც მოხალისის სამსახურის შესახებ

დამსაქმებლების 42% აღიარებს, რომ მოხალისედ მუშაობას ისინი ჩვეულებრივ სამსახურად თვლიან და ხშირად ირჩევენ კანდიდატებს იმაზე დაყრდნობით, თუ სად უმუშავიათ, როგორც მოხალისეს. მოხალისედ მუშაობის გამოცდილებამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს ასე, რომ არ ჩათვალოთ რომ ეს დამსაქმებლებს არ აინტერესებთ.

იყავით აქტიური

სტატისტიკურად რომ შევხედოთ თვეში 20 პოსტი არის საკმარისი იმისათვის, რომ სხვებმა შეგამჩნიონ და ინტერნეტ ენაზე რომ ვთქვათ, კარგად იძებნებოდეთ საძიებო სისტემაში.

შეარჩიეთ სწორი დრო პოსტის დასადებად

სწორი დროისა შერჩევა ყველა საქმისთვის სასარგებლოა გამონაკლისი არც LinkedIn-ია. საღამოს 6 საათიდან, ღამის 11 საათამდე-საუკეთესო დროა პოსტების დასადებად.


ჩვენ უკვე ვსარგებლობთ LinkedIn-ით და შეგიძლიათ დაგვიმეგობრდეთ.

ჩვენი LinkedIn