რეზიუმესთან დაკავშირებული ტოპ 6 – ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

რეზიუმეს წერის დროს ალბათ ხშირად გიჩნდებათ კითხვები – რა არის აუცილებელი, საჭირო და რა არის ზედმეტი იმისათვის, რომ თქვენი სამოტივაციო წერილი მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდეს, მენეჯერებს მოეწონოთ და სასურველი სამსახური გაშოვინოთ!

ყველაზე ხშირად რეზიუმეს წერისას დასმულ შეკითხვებზე პასუხის პოვნაში ჩვენ დაგეხმარებით.

რამხელა უნდა იყოს ჩემი რეზიუმე?

როდესაც მიმღები ადრესატი თქვენს რეზიუმეს კითხულობს მან მარტივად უნდა შეძლოს იმის ამოკითხვა რაც აინტერესებს. კარგი რეზიუმეს სიდიდე საშუალოდ 1-2 გვერდია. ეს ის რაოდენობაა სადაც თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ მოათავსოთ კონკრეტული სამსახურისთვის რელევანტური ინფორმაცია.სათაურები და ქვესათაურები საშუალებას მოგცემთ მოთავსებული ინფორმაცია ადვილად აღსაქმელი გახადოთ, რომ მენეჯერებმა მოახერხონ მარტივად ორიენტირება და ინფორმაციის განსხვავება.

რა ინფორმაცია უნდა შევიტანო რეზიუმეში?

დამსაქმებელს აინტერესებს კონკრეტულად თქვენი გამოცდილება, კარიერული მიღწევები, პოზიციისთვის შესაბამისი საქმიანი და პერსონალური უნარ-ჩვევები. მთავარი რამ,  რაც ყოველთვის უნდა შეიტანოთ თვენს რეზიუმეში არის, ინფორმაცია თვენი წარსული გამოცდილების და  განათლების შესახებ. აუცილებლად გაუსვით ხაზი შედეგებს ანუ იმას რასაც ამ დრომდე მიაღწიეთ კარიერული თვალსაზრისით.

როგორ უნდა დავწერო რეზიუმე – ქრონოლოგიური თუ ფუნქციონალური თანმიმდევრობით?

ეს დამოკიდებულია იმაზე თუ კარიერის რომელ ეტაპზე იმყოფებით. ქრონოლოგიური რეზიუმეს ფორმატი დღესდღეობით ყველაზე პოპულარია. ეს გულისხმობს სამუშაო გამოცდილების და განათლების პუნქტების დაწერას უახლოესიდან წარსულისკენ.

ეს ფორმატი კარგად მუშაობს იმ ადამიანებზე, რომელთაც კარგი სამუშაო გამოცდილება აქვთ იმ სფეროში რომელშიც ამჯერად აგზავნიან რეზიუმეს და სურთ განვითარება,  წინსვლა და არა იმათთვის ვისთვისაც არსებული ვაკანსია პირველი სამუშაო გამოცდილებაა ანუ არ უმუშვიათ ამ სფეროში და ეს პირველი ნაბიჯებია.

ფუნქციონალური ფორმატი კი ძირითადად დამყარებულია უნარჩვევებზე და ფოკუსირებულია იმ მიღწევებზე რომელიც აღნიშნული ვაკანსიისთვის არის რელევანტური. ამ ტიპის რეზიუმეშიც უნდა ჩაწეროთ თვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ თუმცა შეგიძლიათ აქცენტი მიღწევებზე და უნარ-ჩვევებზე გააკეთოთ.


როგორ ავღნიშნო სამუშაო წყვეტის შესახებ?

ალბათობა იმისა რომ სამუშაო წყვეტამ საფრთხე შეუქმნას თქვენი დასაქმების მორიგ მცდელობას არსებობს, თუმცა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენხნიანი წყვეტა გქონდათ. თუ თქვენ 1 წელი არ მუშაობდით და შემდეგ ისევ დაუბრუნდით სამსახურს ეს პრობლემას არ წარმოადგენს მაგრამ თუ თქვენ  წლების განმავლობაში არ მუშაობდით და ეს რეზიუმეში ჩანს,  მაშინ ამისათვის უნდა იპოვოთ ისეთი პასუხი და ახსნა, რომ მენეჯერებისთვის ეს პრობლემას აღარ წარმოადგენდეს.

დაფიქრდით რას აკეთებდით იმ დროის განმავლობაში როცა არ მუშაობდით, მოძებნეთ ისეთი საქმიანობები, რომელითაც დაკავებული იყავით, თქვენი პერსონალური განვითარებისთვის. გაიხსენეთ ტრენინგები და გამოცდილებები, რომელიც ამ პეროდში შეიძინეთ და აუციებლად მიუთითეთ ისინი. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია სამუშაო წყვეტამ პოტენციური დამსაქმებელი დააბრკოლოს და გადააფიქრებინოს თქვენი სამსახურში აყვანა.

რა ვქნა თუ არ მაქვს არანაირი გამოცდილება?

თუ თქვენ ეხლა დაამთავრეთ სსასწავლებელი და ეძებთ სამსახურს და არაფერი გაქვთ ჩასაწერი სამუშაო გამოცდილების გრაფაში, ნუ ინერვიულებთ, დაანახეთ დამსაქმებელს თუ როგორი მოტივირებული ხართ აიწყოთ წარმატებული კარიერა, დაწერეთ რომ ხართ ენთუზიაზმით აღსავსე, ენერგიული, წინსვლაზე ფოკუსირებული კადრი.

ჩამოწერეთ ყველა პროექტის, კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროექტების შესახებ რომელსაც დასწრებიხართ. ჩამოთვალეთ პროექტები, რომლებშიც მოხალისედ გიმუშავიათ, როგორი სახისაც არ უნდა იყოს ის.  ხაზი გაუსვით, რომ ამ გამოცდილებით თქვენ შეიძინეთ ისეთი თვისებები, როგორიცაა გუნდური მუშაობის უნარი, მომხმარებელთან კომუნიკაცია, რაც მომავალი წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

უნდა გადავაკეთო თუ არა პერიოდულად რეზიუმე?

დიახ გადააკეთეთ, რაც ერთგან არ მუშაობს შეიძლება მეორეგან იმუშაოს და პირიქით.  თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეზიუმედან უნდა წაშალოთ საჭირო ინფორმაცია.

რეზიუმეს კორექტირება შეგიძლიათ იმის მიხედვით თუ რა ვაკანსიაზე გზავნით მას.  წაიკითხეთ რას ითხოვს დამსაქმებელი აღნიშნულ ვაკანსიაზე და მოარგეთ რეზიუმე მას.  გახადეთ უფრო რელევანტური პოზიციისთვის და წინ წამოწიეთ ისეთი გამოცდილება, უნარჩვევა თუ მიღწევა რომლის არსებობაც გაცილებით სასურველს გახდის თქვენ კანდიდატურას აღნიშნულ პოზიციაზე.