4 სასარგებლო რჩევა ინტერვიუს დროს

ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ სტატია ინტერვიუსთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტამპზე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ მნიშვნელოვან დეტალებზე რომელიც საგრძნობლად საინტერესოა და გასათვალისწინებელია ინტერვიუს წარმატებით გავლისათვის.

სამსახურის დაწყების წინაპირობაა, ინტერვიუზე მოხვედრა და შედეგად მისი წარმატებით გავლა. საქმე იმაშია, რომ თუ თქვენ პირველად იმყოფებით ინტერვიუზე, რთულია გაიგო რას უნდა ელოდო ინტერვიუსგან, როგორ უნდა მოიქცეთ ინტერვიუს დროს, რა უნდა ილაპარაკოთ და რა არა და ასე შემდეგ. ამიტომაც, ჩვენ გთავაზობთ 4 სასარგებლო რჩევას რომელიც დაგეხმარებათ და წაგადგებათ ინტერვიუზე ყოფნის დროს.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე

შენი პირველი ინტერვიუ შეიძლება იყოს დაძაბული, რადგან შესაძლოა შეხვდეთ თქვენს პოტენციურ ბოსს (უფროსს). მაგრამ დაიმახსოვრეთ, დამსაქმებელს უბრალოდ აინტერესებს ზოგადათ როგორი ადამინი ხართ, რა უნარები და შესაძლებლობები გაგაჩნიათ და მოერგებით თუ არა არსებულ ვაკანტურ პოზიციას.

ეცადეთ დამშვიდდეთ, არ აღელდეთ ან თუ მაინც ოდნავ აღელდით არ დაიბნეთ და არ გაამახვილოთ ყურადღება თქვენს ნერვიულობაზე. პირიქით, ნერვიულობის დრო არ არის, მის ნაცლად შეეცადეთ წარმოაჩინოთ თქვენი თავი და შეუქმნათ კარგი შთაბეჭდილება მომავალ/პოტენციურ დამსაქმებელს.

გახსოვდეთ, რომ ყოველთვის მიესალმოთ დამსაქმებელს და ჩამოართვათ ხელი, ხშირად იქონიეთ თვალის კონტაქტი დამსაქმებელთან და ყურადღებით და ინტერესით უსმინოთ მის მიერ დასმულ კითხვებს. რეკომენდებულია ინტერვიუზე გამოცხადდება 15 წუთით ადრე და 5-10 წუთით იქვე ახლომდებარე კაფეში ჩაის ან ყავის მირთმევა. ამით, თქვენ დაიმშვიდებთ ნერვებს, უფრო მეტად იქნებით მობილიზებული და შესაბამისად მოგეხსნებათ დაძაბულობაც. ეცადეთ იფიქროთ პოზიტიურად და შეიქმნათ დადებითი განწყობილება ინტერვიუზე გასვლის დროს. გახსოვდეთ, ყოველთვის გამოცხადდით ინტერვიუზე 5 წუთით ადრე და თუ ადრე მოგიწიათ მისვლა შეიარეთ ახლო მდებარე ჩაიზე ან ყავაზე.

გამეორების დროა

ახლოვდება ინტერვიუ, დაძაბულობა მატულობს და არ იცით მზად ხართ თუ არა ინტერვიუსთვის? გირჩევთ, გადახედოთ და მოიძიოთ რაც შეიძლება მეტი და საჭირო ინფორმაცია იმ კომპანიზე რომელთანაც ინტერვიუ გაქვთ დანიშნული. მოძებნეთ და შეიტყვეთ მეტი ინფორმაცია კომპანიის კონკურენტების შესახებ, ასევე მოიძიეთ რა არის მათი ძირითადი ღირებულებები, რით განსხვადებიან ისინი არსებული კონკურენტებისგან და რა უნიკალური თვისებებით გამოირჩევა დამსაქმებელი კომპანია. გაიგეთ მათი სამომავლო მიზნების შესახებ.

დეტალურად წაიკითხეთ გამოცხადებულ ვაკანსიაზე სამუშაო აღწერილობა და დაფიქრდით რა უნიკალური უნარებით და შესაძლებლობებით გამოირჩებით თქვენ როგორც კანდიდატი და რა დამატებით ღირებულებას შესძენთ დამსაქმელებს თქვენი აყვანით?

შეეცადეთ გაიხსნენოთ დრო, როდესაც ეფექტურად გამოიყენეთ და მოახდინეთ თქვენი უნარების დემონსტრირება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენ მეტად მომზადებული და უფრო თავდაჯერებული ისაუბრებთ ინტერვიუზე და დამატებით შთაბეჭდილებას დატოვებთ გამსაუბრებელზე, რომელიც დადებითად იმოქმედებს თქვენს შეფასებაზე.


იცოდე რა ილაპარაკო და რა არა

ინტერვუს დროს, თქვენი გადასაწყვეტია რაზე უნდა ისაუბროთ და რაზე უნდა შეიაკვოთ თავი. თუმცა გირჩევთ გაითვალისწინოთ, არასდროს ისაუბროთ ნეგატიურად თქვენს ყოფილ უფროსებზე რომლებიც გაიცანით წინა სამსახურში მუშაობის დროს, მიუხედავად იმისა გქონდათ თუ არა დაძაბული ან ცუდი ურთიერთობა მათთან მიმართებაში.

იფიქრეთ კითხვებზე, რა შეიძლება დასვან გამსაუბრებელმა ინტერვიუს დროს და რას უპასუხებთ, შესაბამისად პასუხებიც უნდა გქონდეს მომზადებული და გააზრებული.

უპრიანი იქნება თუ დაუსმევთ საინტერესო კითხვებს ინტერვიუზე (მაგალითად: რა სამომავლო პროექტებზე აპირებენ მუშაობას? რამდენად ერგება კანდიდატი არსებულ ვაკანტურ პოზიციაზე? ამით თქვენ მათ დაანახებთ რომ გაქვთ ინტერესი კომპანიის მიმართ და გამოძრავებთ გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილი

გასაუბრების ბოლოს

ახლოვდება ინტერვიუს დასასრული, მატულობს დაძაბულობა და არ იცით როგორ მოიქცეთ, გაწუხებთ კითხვები და გაინტერესებთ, მოეწონეთ თუ არა დამსაქმებელს? ზოგადად რა შთაბეჭდილება დარჩა თქვენზე და ა.შ.

ამ წუხილის აცილებისთვის რეკომენდებულია დაუსვათ შემდეგი კითხვები გამსაუბრებელს

ნუ მოგერიდებათ და კითხეთ, თუ აქვთ თქვენთან სხვა რაიმე დამატებით კითხვა, რამდენად ერგებით არსებულ პოზიციას. ამით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ წინასწარ შეფასება დამსაქმებლისგან და გაამახვილებს ყურადღებას თქვენს პასუხისმგებლობაზე.

შეეცადეთ, გამოართვავ სავიზიტო ბარათი, დამსაქმებელს. ამით თქვენ საშუალება გაქვთ პირდაპირ კომუნიკაცია გქონდეთ გამსაუბრებელთან.

თუ გაწუხებთ რაიმე დამატებით კითხვა და გსურთ მისი დასმა, ნუ მოგერიდებათ! დაუსვით კითხვა და გააღრმავეთ თქვენი ინტერესი.

გააგზავნეთ, ელ-ფოსტა პირად მაილზე, რომელიც მოიძიეთ სავიზიტო ბარათზე, გამსაუბრებელთან. გახსოვდეთ, აუცილებლად გაგზავნეთ იმავე ან მეორე დღის ნახევარში, რადგან ახსოვდეთ თქვენს შესახებ.