შეცდომები რეზიუმეში, რომელიც არ უნდა დაუშვათ

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, როგორ დავწეროთ წარმატებული რეზიუმე, რა არ უნდა გამოვტოვოთ, რომ ის დამსაქმებელს მოეწონოს, განვიხილეთ კითხვები, რომლებიც რეზიუმეს წერის დროს უმეტესად უჩნდებათ ხოლმე აპლიკანტებს, შევთანხმდით ისეთ დეტალებზე რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ჩვენს რეზიუმეში, ახლა დროა შევაჯამოთ შეცდომები რომლებიც ზოგადად არ უნდა დავუშვათ რეზიუმეს შედგენისას.

შეიძლება შენ გაქვს ყველაფერი კარგი სამუშაოსთვის, კარგი უნარ-ჩვევები, საინტერესო გამოცდილება და ხარ საუკეთესო კანდიდატურა კონკრეტული ვაკანსიისთვის, მაგრამ ყოველთვის მნიშვნელოვანია როგორ შეფუთავ და როგორ მიაწოდეს შენს თავს დამსაქმებელს. კარგი შეფუთვა და მიწოდების გარანტი კი ფაქტობრივად კარგად შედგენილი რეზიუმეა. 

დამსაქმებლები კანდიდატებზე წარმოდგენას დააახლოებით 60 წამის განმავლობაში იქმნიან, ასე რომ ერთმა პატარა შეცდომაც კი შესაძლებელია თქვენი კანდიდატურის უარყოფის მიზეზი გახდეს. შესაძლებელია დასაწყისსში დაშვებულმა შეცდომის გამო დაიკარგოს ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომელიც შემდეგ გიწერიათ. ასე რომ თითოეული სიტყვა დაწყებული თავიდან ბოლო წერტილამდე უნდა იყოს კარგად შერჩეული, გააზრებული და გადმოცემული. 

თქვენ უკვე იცით რა უნდა დაწეროთ კარგი რეზიუმესთვის, მოდით ახლა შევაჯეროთ ინფორმაცია რაც არასდროს უნდა ჩავწეროთ მასში.

რეზიუმეს სტატისტიკა:

  • დამსაქმებლები თავიანთი დროიდან ერთი კანდიდატის რეზიუმეს წაკითხვას დაახლოებით 3,14 წუთს ანდომებენ, შთაბეჭდილებას კი პირველივე წუთიდან იქმნიან
  • 5-დან ყოველი 1 რეკრუიტერსი უარყოფს კანდიდატს მანამ სანამ ბოლომდე ჩაამთავრებს რეზიუმეს კითხვას
  • აპლიკანტების 5% ცრუობს თავისი სამუშაო გამოცდილების შესახებ , არასწორად უთითებენ თავიანთ როლსა და გატარებულ დროს მითითებულ სამსახურებში
  • სამუშაოს მაძიებლების 10 % აგზავნის რეზიუმეს 50 ვაკანსიაზე და არანაირ გამოხმაურებას არ იღებს უკან

რა არის მთავარი მიზეზი რის გამოც დამსაქმებელმა შეიძლება დაიწუნოს შენი რეზიუმე?

  • მენეჯერების 59% უარყოფს კანდიდატის რეზიუმეს მასში დაშვებული მარტივი გრამატიკული შეცდომის გამო. ეს მას აძლევს საშუალებას იფიქროს, რომ აპლიკანტი დაუხვეწავი ადამიანია, რომელიც დროს ვერ ნახულობს რეზიუმეს შესასწორებლად
  • დამსაქმებლების 50% უარს ამბობს აპლიკანტზე იმის გამო, რომ მას რეზიუმეში გამოყენებული აქვს კლიშეები,სწორედ ამიტომ შენ არ უნდა იყო მოსაწყენი და უნდა იყო განსხვავებული ყველასგან და არ ჩაწერო რეზიუმეში ის სტანდარტული ფრაზები, რომელიც შესაძლებელია ყოველ მეორეს ეწეროს.
  • 40% დამსაქმებლების გვერდზე დებს რეზიუმეს, ზედმეტი ხაზების, გრაფების, ფონტების, სურათების, სტიკერების და ზოგჯერ სმაილების გამო. ფრთხილად იყავით ზედმეტი არ მოგივიდეთ.

რა არის 3 მთავარი კლიშე, რომლებიც დამსაქამებლებს ძალიან არ უყვართ

  • „მე შემიძლია დამოუკიდებლად მუშაობა“ – თითქმის ყველა ასე მუშაობს!
  • „მე ვარ ძალიან მშრომელი“ – ჩვენ უსაქმურები ვართ?
  • „კარგად ვმუშაობ სტრესულ გარემოში“ – რა ყოჩაღი ხარ!

სანამ რეზიუმეს გაგზავნით გადახედეთ ამ პუნქტებს:

  • გადაიკითხეთ თქვენი რეზიუმე 2-ჯერ 3-ჯერ იქნებ გაპარული გქონდეთ უმნიშვნელო შეცდომები რაც საბოლოო შემთხვევაში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, გადააკითხეთ ის მეგობარს, უცხო თვალმა შეიძლება დაინახოს ის რაც თქვენ ვერ შეამჩნიეთ
  • შეუნარჩუნეთ თვენ რეზიუმეს რაც შეიძლება პროფესიული იერი. სხვადასხვა ფერის ფორმის ფონტები, ფოტოები და სტიკერები არ არის საჭირო. აირჩიეთ სტანდარტული ფონტი და გამოყავით მნიშვნელოვანი ინფორმაციები ერთმანეთისგან უბრალოდ ხაზით რომ გასარჩევად და აღსაქმელად ადვილი იყოს
  • გადაამოწმეთ, რომ სწორად გაქვთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მეილი)
  • არ გამოიყენოთ ბანალური ფრაზები, თითოეულ მიღწევაზე მოიყვანეთ ინდივიდუალური მაგალითი.
მოკლედ უკვე ისიც იცით რა უნდა ჩაწეროთ თქვენს რეზიუმეში და ისიც რა არ უნდა ჩაწეროთ. შეუდექით მის გაკეთებას თქვენი წარმატებული კარიერისთვის და მნიშვნელოვან დეტალებს ჩვენ დროდადრო მოგაწვდით.