როგორ მოვარგოთ ჩვენი რეზიუმე კონკრეტულ ვაკანსიას

CV-ის დაწერის დროს  მთავარია დავიცვათ წესები, რომლებიც უნივერსალურია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანისთვის.  

არსებობს ზოგადად რეზიუმეს ფორმატი, რომელიც ყველა ვაკანსიისთვის გვჭირდება და ეს ჩვენ წინა სტატიებში უკვე განვიხილეთ – CV არ უნდა იყოს ვრცელი და გადატვირთული, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ადრესატისთვის ჩვენს შესახებ მხოლოდ უახლესი ინფორმაციაა საინტერესო. ყველა ვაკანსიისთვის საერთო უნდა იყოს ასევე ძირითადი ინფორმაცია ჩვენს შესახებ – ვინ ვართ, საკონტაქტო ტელეფონი, ელ-ფოსტა, დაბადების თარიღი , თუმცა კონკრეტულ ვაკანსიაზე გაგზავნისას  ჩვენი რეზიუმე აუცილებლად უნდა შევუსაბამოთ პოზიციას და არ გავაგზავნოთ შარშანდელი CV.

ვაკანსიასთან შესაბამისობა გულისხმობს განახლებულ რეზიუმეში ვაკანსიისთვის საჭირო გამოცდილებისა და ცოდნის უფრო სრულყოფილად წარმოჩენას, ისეთი უნარების ხაზგასმას და წინწამოწევას რომელიც აღნიშნული ვაკანსიისთვის გაცილებით რელევანტურია.


თითოეულ ვაკანსიას მოთხოვნებში აქვს ჩამონათვალი იმ სასურველი და აუცილებელი უნარ-ჩვევებისა, რომელიც დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია, თქვენი  მოთხოვნის შესაფერისი  გამოცდილება ან უნარ-ჩვევა  აუცილებლად წინ უნდა წამოწიოთ და თვალში მოსახვედრი გახადოთ. 

ყველა ვაკანსია სხვადასხვა უნარჩვევებს მოითხოვს, სწორედ ამიტომ ერთი და იგივე რეზიუმეს ყველგან გადაგზავნა არაფერში გამოგვადგება. დამსაქმებელს აინტერესებს რისი გაკეთება შეგიძლია შენ მათთვის, რა შესაბამისი გამოცდილება და უნარჩევა გაქვს იმისთვის რომ საუკეთესოდ გაართვა თავი კონკრეტულ საქმეს. ინფორმაცია, რომელიც მენეჯერისთვის კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გაცილებით გაზრდის შანსებს, რომ  დასაქმებული აღნიშნულ ვაკანსიაზე სწორედ თქვენ აღმოჩნდეთ.  


ჩვენ გასწავლით რამდენიმე მარტივ მეთოდს რეზიუმეს საჭიროებისამებრ გადასაკეთებლად:


ერთ ფაილში მოუყარეთ თავი ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენს შესახებ

რეზიუმეს სახეცვლილება არ გულისხმობს ყოველ ჯერზე მის თავიდან შედგენას და წერას, შეგვიძლია შევადგინოთ ის ჩვენი გამოცდილებებისა და უნარების სრული ფართო ჩამონათვალით , კონკრეტული ვაკანსიისთვის კი ავარჩიოთ რელევანტური ინფორმაცია, ის რაც დამსაქმებლისთვის არ იქნება საინტერესო ჯობია საერთოდ ამოვიღოთ, რათა დამსაქმებელმა კონცეტრირება სწორედ იმაზე გააკეთოს რაც თქვენი წარმატებული დასაქმებისთვის ბევრად მნიშვნელოვანია.

ყურადღებით წაიკითხეთ ვაკანსიის აღწერა

მანამ სანამ რეზიუმეს მოარგებთ კონკრეტულ ვაკანსიას, ყურადღებით წაიკითხეთ მათი მოთხოვნები, ზუსტად გაიგეთ რას ითხოვენ დამსაქმებელი კომპანიები და მხოლოდ ამის შემდეგ შეუსაბამეთ რეზიუმე არსებულ ვაკანსიას.

გააკეთეთ თქვენი გამოცდილებისა და მიღწევების ჩამონათვალი

სანამ ვაკანსიის აღწერას კითხულობთ პარალელურად გააკეთეთ ჩამონათვალი თქვენი გამოცდილებისა და მიღწევების, დაამთხვიეთ თითოეულ მოთხოვნას თქვენი თითოეული მიღწევა ან სამუშაო გამოცდილება. 



გააკეთეთ ძირითადი მნიშვნელოვანი სიტყვების იდენტიფიკაცია

ხშირად თვენი რეზიუმე იკითხება პროგრამით, რომელიც ავტომატურად ასწორებს არასწორად დაწერილ სიტყვებს. აუცილებელია სიტყვები და ფრაზები გვეწეროს სწორად, მეტი სიზუსტისთვის გადმოვიტანოთ ისინი ვაკანსიის აღწერილობიდან.

შექმენი ვაკანსიისთვის შესაფერისი რეზიუმე

ახლა უკვე იცი თუ რა უნდა გაითვალისწინო, დაწერე ის რასაც თვლი რომ მნიშვნელოვანი და საჭიროა, გადახადე შეადარე ვაკანსიის მოთხოვნებს კიდევ ერთხელ უფრო წინ წამოწიე უფრო მნიშვნელოვანი და ის რასაც ფიქრობ რომ საერთოდ არ არის რელევანტური  ამოიღე რეზიუმედან,  ასე დამსაქმებელი უფრო დაინახავს იმ ინფრომაციას რისი მიწოდებაც თქვენ მათთვის გსურთ.