6 ხერხი სამსახურებრივი სტრესის დასაძლევად

ყველასთვის ნაცნობია სამსახურში წარმოქმნილი სტრესული გარემო, მართალია ყველას სხვადასხვაგვარად გვესმის ეს საკითხი, თუმცა იმაზე ყველა ვთანხმდებით, რომ  სტრესის ფონზე მუშაობა საკმაოდ აპროდუქტიულია, არანაყოფიერ შედეგს იძლევა ისევე როგორც საქმეზე ასევე ჩვენს ორგანიზმე და ჯანმრთელობაზე. ადამიანის გონებას შეუძლია საკუთარი ძალების საშუალებით სტრესი სავსებით მართვადი და დაძლევადი გახადოს.

ჩვენ გასწავლით 6 მეთოდს თუ როგორ შევიმსუბუქოთ გარემო და შევებრძოლოთ სამსახურში წარმოქმნილ სტრესულ გარემოს წარმატებულად.

ძილი

ძილი, რომ ენერგიის ნამდვილი უშრეტი წყაროა ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ საბოლოო ჯამში ნაკლებად ვითვალისწინებთ. ექსპერტების რჩევით თუ ჩვენ დღე-ღამეში საშუალოდ 8 საათი გამოვიძინებთ, შემდეგი დღეს გაცილებით მეტ ენერგიას და ნაკლებ დაძაბულობას იგრძნობთ. თუ თქვენ ვერ ახერხებთ უმალვე გადახვიდეთ სწორ რეჟიმზე, ყოველდღიურად ეცადეთ ცოტა ადრე დაიძინოთ და ძილისპირულის საათიც ნელ-ნელა უკან გადაიწევს და რეჟიმიც გამოგისწორდებათ, ეს მუშაობს!

მოაწესრიგე სამუშაო გარემო

მოწესრიგებული მაგიდა მოწესრიგებული გონების ტოლფასია. გადაალაგე და გადაახარისხე მასალები, რომლებიც სამუშაოდ გჭირდება . მოწესრიგებული გარემო სიმშვიდეს ქმნის და სტრეს მეტ-ნაკლებად ამცირებს.

ბალანსი

გაარჩიე სამსახურებრივი და არასასახურებრივი დრო ერთმანეთისგან. განიტვირთე მაშინ როდესაც არ მუშაობ, სრუალიდ განიტვირთე სამუშაოსგან, გამორთე სამსახურის მეილი, ტელეფონი. სამსახურის საქმეები სამსახურში დატოვე  და დასვენების დღეებში ბოლომდე დაისვენე.


ისაუბრე

არ აქვს მნიშვნელობა მენეჯერია, მეგობარი, კოლეგა, ოჯახის წევრი თუ გადაიღალე და ხარ სტრესულ გარემოში აუცილებლად უნდა თქვა და არ უნდა მოითმინო ის რაც სტრესულ გარემოში გამყოფებს.

ფიზიკური დატვირთვა

ვისაც აქტიური სამსახური აქვს ეს მათ არ ეხება, თუმცა უმეტესობა მაინც საოფისე სამსახურში მუშაობს, მთელი დღე ერთ ადგილზე გაუნძრევლად ჯდომა დაღლილობისა და სტრესის მნიშვნელოვანი წინაპირობაა ასე რომ, კვირაში სამჯერ როგორც მოახერხებთ, ივარჯიშეთ დარბაზში ასე არამხოლოდ ბედნიერების ჰორმონ-ენდორფინებს გამოიმუშავებთ, არამედ იქნებით გაცილებით მეტ ენერგიაზე და სტრესულ გარემოსაც ნაკლებად გაღიზიანებული შეხვდებით.

სწორად იკვებე

ის რასაც ჭამ შესაძლოა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდეს თქვენს ნერვულ სისტემაზე და სტრესზე. ტყუილად არ გვირჩვენ ენდოკრინოლოგები და გამოცდილი ადამიანები, რომ ვიკვებოთ ჯანმრთელად. ასე მხოლოდ კუჭს არ ვუფრთხილდებით, საკვები პროდუქტი მნიშვნელოვნად მოქმედებს სხვა ფაქტორებზეც.