7 გზა იმისათვის, რომ სამსახურში თავი ბედნიერად იგრძნოთ

ჩვენთაგანის უმეტესობა სამსახურში დროის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებს. რომ გადავთვალოთ, საშუალოდ ჩვენი ცხოვრების 92,120 საათს. ამიტომ შეუძლებელია სამსახურში არაკომფორტულად გრძნობდეთ თავს, თუმცა ეს სამსახურებრივ საქმეებზე თქვენს პირად ცხოვრებაზე ცუდად აისახება, რაც ხელს გიშლით იყოთ მეტად პროდუქტიული როგორც საქმეში ასევე პირად ცხოვრებაში. ასე რომ კარგი იქნება თუ შეიმუშავებთ მეთოდებს, რომელიც სამსახურში მეტ ბედნიერ წუთებს მოგანიჭებთ.

დაიწყე დღე სწორად

არაფერია იმაზე ცუდი როდესაც იღვიძებ და ისე გაგვიანდება, წესიერად ვერაფრის გაკეთებას ასწრებ და ყველაფერს ნაჩქარევად აკეთებ. ვერც საუზმეს ირგებ, ვერც ყავას და ეს ყველაფერი ზედმეტად გძაბავს და გაფორიაქებს, დღის ასეთი დასაწყისი მისი იგივენაირად გაგრძელების ტოლფასია. ამიტომ დაიწყე დღე წარმატებულად, წყნარად, დააყენე მაღვიძარა ცოტა ხნით ადრე, ისაუზმე დალიე ყავა და მშვიდად გაეშურე სამსახურისკენ.

აღნიშნე მცირედი გამარჯვებაც კი

ყოველი დღე სამსახურში ბევრი დავალების შესრულება გიწევს, ასე რომ ალბათ დღის ბოლოს ბევრ გეგმას ასრულებთ. აღნიშნე თითოეული უმნიშვნელო საქმის დასრულება. ის ხომ წარმატებით სწორედ შენ დაასრულე. 

მოიზიდე ირგვლივ პოზიტივი 

ყველაფერი არაპოზიტიური თქვენზე ცუდ გავლენას მოახდენს. თუ თქვენ ირგვლივ გეყოლებათ პოზიტიური ენერგიული ადამიანები, მათი განწყობა ყოველთვის აისახება თქვენს განწყობაზე. ცუდი ყოველთვის იზიდავს ცუდს და კარგი- კარგს.  არ დაუშვა რომ მიიზიდო ცუდი. 

“შემოიკრიბე ირგვლივ ადმიანები, რომლებიც ბედნიერს გხდიან, გაცინებენ და გეხმარებიან, როდესაც თქვენ ეს გჭირდებათ. ადამიანები რომლებიც თქვენზე ზრუნავენ. ისინი არიან ის ვინც უნდა შეინარჩუნო მთელი ცხოვრება, დანარჩენი წარმავალია” – კარლ მარქსი


მოისმინე უფრო მეტი ვიდრე ლაპარაკობ   

არ არის ყოველთვის აუცილებელი ვილაპარაკოთ ბევრი და დავხარჯოთ ყველა დაგროვილი ენერგია. ხშირად მოსმენითაც დიდ ცოდნას და გამოცდილებას ვიღებთ. ასე რომ მოისმინეთ ეს ურთიერთობებსაც გაგიუმჯობესებთ თანამშრომლებთან.

იკვებეთ კარგად და ივარჯიშეთ

მეგობრებო იყავით აქტიურები და ივარჯიშეთ, ვარჯიშით გარდა იმისა, რომ ჯანმრთელად იგრძნობთ თავს და გამოგეყოფათ ბედნირების ჰორმონები რომლებიც მთელი დღის განმავლობაში უკეთესს განწყობას შეგიქმნით. სწორი კვება ასევე ტვინის კარგ მუშაობას და განწყობას უწყობს ხელს.

ნუ გაჩუმდები იმაზე რაც არ მოგწონს

თუ სამსახურში რამე გაწუხებს და ეს გიქმნის დისკომფორტს ნუ გაჩუმდები, აუცილებლად თქვი ამის შესახებ და შეცვალე!

დაასრულე დღე წარმატებით

იმის შემდეგ რაც სამსახურიდან წამოხვალთ და სახლში დასასვენებლად წახვალთ, დარწმუნდით რომ გამორთული გაქვთ ყველა სოციალური ქსელი და ის ხელს არ შეგიშლით დასვენებაში.