10 წესი კარგი სამოტივაციო წერილის დასაწერად!

ალბათ ხშირად გიჩნდებათ კითხვა კითხულობს კი ვინმე სამოტივაციო წერილს რეზიუმესთან ერთად. დიახ, რეკრუიტერების უმეტესობა მას არ კითხულობს რადგან უმეტესი მათგანი ცარიელი სიტყვებია, „ბლა ბლა ბლა „- ში კი დროის დაკარგვა დამსაქმებლებს არ უნდათ. 

უმეტესწილად სამოტივაციო წერილები განსაკუთრებულს არაფერს ამბობს, მატი უმეტესობა იმ ინფორმაციიას გამოერეობაა რაც რეზიუმეში ისედაც წერია და საერთოდაც არ პასუხობს იმ კითხვებს რაზეც მაღალი რანგის მენეჯერებს პასუხის მიღება სურთ. 

ჩვენ გასწავლით 10 ხერხს იმისათვის, რომ სამოტივაციო წერილი იყოს საინტერესო დამსაქმებლისთვის და მისი წაკითხვით გაიგონ ის რაც  დამსაქმებლებს აინტერესებთ თქვენზე. 

 გააკეთეთ კარგი კვლევა

  • მოიძიეთ სრულყოფილი ინფორმაცია იმ კომპანიის შესახებ რომელთანაც აგზავნით სამოტივაციო წერილს.
  • დაუკავშირდით მათ და მოიძიეთ ყველაფერი რისი გაგებაც შეგიძლიათ.
  • მენეჯერებისთვის იმის გაგება, რომ თქვენ კარგად ხართ გათვითცნობიერებული კომპანიის საქმიანობაში და მზად ხართ თქვენი ძალები მიზანმიმართულად დახარჯოთ გადამწყვეტია.

მოიძიეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია

გარდა ოფიციალური ვებ-საიტისა, რომლის მონახულებაც ალბატ ბევრი კანდიდატი მოახერხებს, მოიძიეთ მეტი საძიებო სისტემაში. ამით თქვენ უკეთ ჩამოაყალიბებთ თუ რატომ გსურთ ამ კომპანიაში მუშაობა ეს კი მენეჯერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დაწერეთ მოკლედ და კონკრეტულად

თქვენი სამოტივაციო წერილის შემდეგ მენეჯერები აუცილებლად მიხვდებიან რამდენად კარგად გაქვთ წაკითხული და გააზრებული ის მოთხოვნები რაც სამუშაოს აღწერაში წერია.


დაიცავი სტანდარტი 

ეცადე შენი სამოტივაციო წერილი  ჯდებოდეს სტანდარტებში. ის არ უნდა აღემატებოდეს 3-4 პარაგრაფს. ეს რეალურად 1 სტანდარტული გვერდია.

არ იყო მოსაწყენი

ყველას ბეზრდება წაიკითხოს მოსაწყენი 1 ფურცელი. ამიტომ ნუ იქნებით მოსაწყენები. ნუ დაწერთ იმას რაც ყველას შეიძლება ეწეროს.

 ნუ დაარღვევთ თანმიმდევრობას

შეინარჩუნეთ წერის ლოგიკური ფორმატი.

  • რატომ გსურთ ამ სამსახურში მუშაობის დაწყება
  • ძლიერი არგუმენტი თუ რატომ უნდა აგიყვანონ თქვენ და არა სხვა კანდიდატურა
  • რისი მიღება გსურთ

იყავით  განსხვავებულები. 

შეინარჩუნეთ პიროვნულობა.

თუ თქვენ უკვე გქოდათ შეხება იმ ადამიანთან ვისაც უგზავნით სამოტივაციო წერილს დაიწყეთ ის ფორმალურად. მიმართეთ ქალბატონოტი ან ბატონოთი.


აკრიფეთ სამოტივაციო წერილი ელექტრონულად.

ახლა უკვე ძირითადად ყველა ასეც აკეთებს, მაგრამ განმეორება ცოდნის დედაა ამიტომ გახსოვდეთ სამოტივაციო წერილი აუცილებლად უნდა იყოს ელექტრონული სახის.

ნუ ააჭრელებთ

დასაწერად გამოიყენეთ ჩვეულებრივი ფურცელი.  თუ კი აირჩევთ ყვავილებიან ან ნახატებიან ფონს იქნებით განსხვავებული თუმცა არათქვენი მიზნის სასარგებლოდ.

გაითვალისწინეთ ზემოთ აღნიშნული წესები და არ დაგავიწდეთ რომ სამოტივაციო წერილი არ უნდა იყოს:

  • თქვენი რეზიუმეს განმეორება
  • სტანდარტული წერილი, რომელსაც ყველას გაუგზავნით
  • რთულად წასაკითხი
  • სავსე გრამატიკული შეცდომებით